„ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს წელიწადნახევარია“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არ იცის სად არის ქართველი ოლიგარქი.
„მე ვერაფერს ვერ ვხედავ, მართალი გითხრათ, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს წელიწადნახევარია. აზრზე არ ვარ, ვისთან არის კონტაქტში ან არ არის კონტაქტში, და რა შეიძლება იყოს მისი გავლენა ან არგავლენა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.