პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიის მეხუთედი რუსეთის კონტროლის ქვეშაა და დონბასის რეგიონი თითქმის მთლიანად განადგურებულია.
ამის შესახებ მან ლუქსემბურგის პარლამენტის დეპუტატებთან სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
„დღეს მდგომარეობით, ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20% არის ოკუპანტების კონტროლის ქვეშ, თითქმის 125 ათასი კვადრატული კილომეტრი. ეს ბევრად აღემატება ბენილუქსის ყველა ქვეყნის ტერიტორიას ერთად“, - განუცხადა ზელენსკიმ პალატას.