ღარიბაშვილი სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრზე: დაიბადა სოხუმში, გაიზარდა სოხუმში, დაამთავრა სკოლა სოხუმში

ღარიბაშვილი სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრზე: დაიბადა სოხუმში, გაიზარდა სოხუმში, დაამთავრა სკოლა სოხუმში

9-02-2022, 14:31 - 2022
581
       

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრად ოთარ შამუგია დანიშნა. ის მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო.

ღარიბაშვილის თქმით, შამუგია არის სოხუმიდან დევნილი. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი დაიბადა სოხუმში, გაიზარდა სოხუმში და მან ასევე სკოლა დაამთავრა სოხუმში.

„მე წარმოგიდგენთ ბატონ ოთარ შამუგიას, რომელიც მანამდე იყო ლევანის მოადგილე. მე მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ვუთხრა მოქალაქეებს ოთარის შესახებ. ის არის დევნილი სოხუმიდან, დაიბადა სოხუმში, გაიზარდა სოხუმში, დაამთავრა სკოლა სოხუმში, შემდეგ ცხოვრობდა ზუგდიდში, თბილისში და თავისი შრომით მიაღწია მინისტრობას. მან 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში, დეტალურად იცის რა სჭირდება სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები