„ახლაც არ არის გვიან, რომ ოპოზიციამ, ვინც თავს ოპოზიციად თვლის, დატოვოს მანდატები“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
ნათელაშვილმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნონა მამულაშვილის განცხადება.
„როგორც ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ახლაც არ არის გვიან, ოპოზიციამ, ვინც თავს ოპოზიციად თვლის, დატოვოს მანდატები, რაც გამოიწვევს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დამთავრებას და ქვეყნის განთავისუფლებას ურჩხულის ბატონობისგან ყოველგვარი არეულობის, ქაოსისა და ბევრი საგარეო, საშინაო სირბილის გარეშე“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.