ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობის“ არ იყოს, ევროკავშირიც უნდა დაიშალოს

ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობის“ არ იყოს, ევროკავშირიც უნდა დაიშალოს

2-06-2022, 13:03 - 2022
647
       

„უკრაინა თუ ახლა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე ვერ გახდება, ვერ წარმომიდგენია, მეტი რა უნდა გააკეთოს უკრაინელმა ხალხმა?“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
 
დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ამოცანაა, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხის ბედი ერთად იყოს ევროკავშირში იქნება თუ ევროკავშირის მიღმა.
 
თუ ამ ხალხს არ მიიღებენ ევროკავშირში, მგონია, რომ უკრაინელებს არავისთან არაფერი სახვეწარი არ აქვთ, პირიქით, უკრაინას მთელი სამყარო უნდა ეხვეწებოდეს, რომ მათთან იყოს ისევე, როგორც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ ამას. თუ ეს ევროკავშირში არ ესმით, ე.ი. იმ ღირებულებისთვის უღალატიათ, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
 
ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ ევროპული პარლამენტის დერეფნებსა და დისკუსიებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან თუნდაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს ვერ ხედავს. მისი თქმით, შესაძლოა, უკრაინა ომის გამო იყოს პრივილეგირებულ პოზიციაში, თუმცა აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური საკითხია, რასაც პოლიტიკური მიდგომა სჭირდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები