ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - სანაპიროსთან სატვირთო ჯერ ხეს დაეჯახა, შემდეგ სხვა ავტომობილს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, პარალიზებული იყო მთლიანი სანაპირო ზოლი.
ადგილზე პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.