თბილისში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება  - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

თბილისში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

1-06-2022, 23:56 - 2022
646
       

„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 2 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. 

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, კაპანელის, ქანთარიას, ინტენსიფიკაციის და ხომლის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთანდილის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის და შავგულიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3  I, IV მიკრორაიონების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იაშვილის, ინგოროყვას, ასათიანის, ბერიძის და ჭონქაძის ქუჩების მოსახლეობას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები