დღეიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიურად დახმარების სახით 150 ლარს მიიღებენ.
პრემიერის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ბავშვები 50 ლარით გაზრდილ შემწეობას აიღებენ, რითაც ასაღები თანხის ოდენობა 150 ლარი გახდა.
გადაწყვეტილება დღეიდან ამოქმედდა.
სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებისთვის შემწეობა, 2019 წლიდან ეტაპობრივად იზრდება. თავიდან ის 50 ლარს შეადგენდა, წელს კი 150 გახდა.