ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ლევან დავითაშვილი ჩაიბარებს. დავითაშვილმა პოსტზე ნათია თურნავა ჩაანაცვლა.
აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მანამდე დავითაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს იკავებდა. მისი გადადგომის შემდეგ კი აღნიშნულ სამინისტროს ოთარ შამუგია ჩაიბარებს.