მეუფე გრიგოლი - პოლარიზება და  დაპირისპირება, საზოგადოებაში და ქვეყანაში სუფევს კარგს არაფერს მოიტანს

მეუფე გრიგოლი - პოლარიზება და დაპირისპირება, საზოგადოებაში და ქვეყანაში სუფევს კარგს არაფერს მოიტანს

1-06-2022, 21:44 - 2022
455
       

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური პროცესები ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელია.
 
მისი განცხადებით, პოლარიზება და  დაპირისპირება, საზოგადოებაში და ჩვენს ქვეყანაში სუფევს კარგს არაფერს მოიტანს.
 
მე მოქალაქე ვარ ამ ქვეყნის, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია და არათუ ევროპულ ოჯახს, მე საერთოდ სასუფევლის მოქალაქეობას ვქადაგებ.
 
ამ ეტაპზე ამ ქვეყანაში რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ უკეთესი იყოს ცხოვრება, ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს...
 
ვფიქრობ, ამ პროცესს ძალიან აზიანებს ის გაუგონარი დაპირისპირება, რაც ქვეყნის შიგნით არის. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს პოლარიზება, ეს დაპირისპირება, ასეთი დაუნდობლობა და მიუღებლობა, რაც საზოგადოებაში და ჩვენს ქვეყანაში სუფევს, ეს პოლიტიკურ ჯგუფებში იქნება თუ ადამიანებს შორის ან ნებისმიერი, ეს კარგად არაფერს მოიტანს
“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები