ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანას მუხლით დაიწყო.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. არსებული ინფორმაციით, ილია ელოშვილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
ცხედარი, დღეს დილით სახლში მისმა მეუღლემ ნახა და პოლიცია გამოიძახა. ილია ელოშვილი 47 წლის იყო. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.