„ძალიან დიდი წონა ჰქონდა, კარგია თუ დაიკლებს“ - მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე

„ძალიან დიდი წონა ჰქონდა, კარგია თუ დაიკლებს“ - მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე

1-06-2022, 13:45 - 2022
788
       

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა მედიასთან საუბრისას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას თქვა, რომ კარგი იქნებოდა თუ ის წონაში დაიკლებდა.
 
მეფე იაკობის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით ეკლესიას ხელისუფლებასთან საუბარი ჰქონდა და მთავრობამ ამის შემდეგ, მალევე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
 
არის ორი აზრი, ერთი აზრი არის, რომ უნდა გადაიყვანონ, მეორე, რომ აქაც ჩვეულებრივ მკურნალობენ. დიაგნოზი რა აქვს, რომ ვიცოდე დიაგნოზი რა აქვს, ვკითხავდი ექიმებს და მერე გეტყოდით.ისე, ხუმრობის გარეშე, ცოტას თუ დაიკლებდა, ძალიან დიდი წონა ჰქონდა, პირიქით ჯანმრთელობისთვის, უცბად არ უნდა მოხდეს ხოლმე მაგ წონის დაკლება, თორემ ისე ძალიან კარგია თუ დაიკლებს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები