„ევროპის სახალხო პარტიის“ მიზანია, საქართველომ არ მიიღოს EU-ს წევრობის სტატუსი“ - წულუკიანი

„ევროპის სახალხო პარტიის“ მიზანია, საქართველომ არ მიიღოს EU-ს წევრობის სტატუსი“ - წულუკიანი

1-06-2022, 13:25 - 2022
593
       

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი „ევროპის სახალხო პარტიას“ „ენმ“-ს ლობისტად მოიხსენიებს და ფიქრობს, რომ მისი მთავარი მიზანია საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსი არ მიიღოს.
 
მისი აზრით, EPP-ს გუშინდელი განცხადება ამისკენაა მიმართული.
 
ჩვენ ვიცით, მაგრამ ახლა უკვე ჩვენი საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლობისტები, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც მოიაზრება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორ ორგანიზაციად, პოლიტიკურ ოჯახად, როგორც ამას ეძახიან და ლობისტად, ყველაფერს ცდილობს, რომ ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ქვეყანამ, სახელმწიფომ არ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ერთი ჯგუფი, ასეთი ჯგუფი არაერთია და მათი მთავარი მიზანია, ჩვენ როგორმე ევროპისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ერი და ქვეყანა, წარუმატებლები ვიყოთ.
 
ამჟამად, მათი მთავარი მიზანი, მათ შორის „ევროპის სახალხო პარტიის“ მიზანი გახლავთ, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი. ეს განცხადებაც სწორედ აქეთ არის მიმართული, რომელიც რბილად რომ ვთქვა, საკმაოდ აბსურდულია. სამარცხვინოცაა, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ უკვე აღარ მალავს, რომ მისი ოფიციალური განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის შემუშავებული. ეს ამ განცხადებას სათაურად აქვს წამძღვარებული. ასევე, რბილად რომ ვთქვა, გაუგებარია, რომ იმ ადამიანს, რომელსაც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე აქვს მისჯილი წლების გარკვეული ოდენობა საპატიმროში მოსახდელად, ვგულისხმობ პატიმარ სააკაშვილს, „ევროპის სახალხო პარტია“ კვლავ მიიჩნევს დიდ დემოკრატად
“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები