ნათია თურნავა: სხვა ასპარეზზე მიხილავთ

ნათია თურნავა: სხვა ასპარეზზე მიხილავთ
9-02-2022, 14:15 - 2022
680

„მე მაქვს სურვილი, რომ შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები“, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მუშაობას რამდენიმე მიმართულებით გააგრძელებს, თუმცა კონკრეტულად რომელ სფეროში გადაინაცვლებს, ამას თურნავა არ აზუსტებს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ერთგულ წევრად რჩება.

„ეს იყო რთული წლები, მაგრამ შეიქმნა მარი საფუძვლები იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღდება, ჩვენი ეკონომიკა სწრაფად განვითარდება. ახლა მოდის პერიოდი ახალი ინიციატივების, ახალი გამოწვევებია. ეს სამი წელი არ იყო მარტივი, ძალიან საპასუხისმგებლო, მაგრამ ძალიან რთული იყო. მე მაქვს სურვილი, რომ შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. ჯერჯერობით ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის. როგორც კი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, გაგანდობთ ამას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გადააყენა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა