6 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ივნისამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმების გამო, ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს, 3 ივნისიდან კი ისევ გამოიდარებს და დაცხება.
„აღმოსავლეთ საქართველოში მომავალი კვირის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი. თბილისში 28-29 მაისს ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 30 მაისიდან მომავალი კვირის ბოლომდე +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს. ღამის და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.