„ძალიან იმედგაცრუებული ვარ „ნაცმოძრაობით“, პოლიტიკური უღირსები“ - იოსელიანი

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ „ნაცმოძრაობით“, პოლიტიკური უღირსები“ - იოსელიანი

1-06-2022, 00:30 - 2022
1 103
       

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ „ნაციონალური მოძრაობით“, მათი დიდი იმედი არასდროს მქონია, მაგრამ არ მეგონა, თუ ამ სიტუაციაში ასე მოიქცნენ და სახალხო პარტიას გაავრცელებინებდნენ იმ განცხადებას, რომელიც გაავრცელა“, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებას.
 
როგორც იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, სახალხო პარტიამ განცხადება „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დაყრდნობით გაავრცელა.
 
ჩემდა გასაკვირად, გამოჩნდნენ ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მინიჭება არ უნდა მოხდეს, რადგან ამით გახანგრძლივდება „ქართული ოცნების“ მმართველობა.
 
ძალიან იმედგაცრუებული ვარ „ნაციონალური მოძრაობით“, მათი დიდი იმედი არასდროს მქონია, მაგრამ არ მეგონა, ამ სიტუაციაში თუ ასე მოიქცნენ და [ევროპის] „სახალხო პარტიას“ გაავრცელებინებდნენ იმ განცხადებას, რომელიც გაავრცელა. როდესაც ვნახავ აუცილებლად ვეტყვი ამის შესახებ პარლამენტში. თქვეს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიწოდებული განცხადებაა. არ მეგონა თუ ისინი ამას იკადრებდნენ, უნდა დაენახათ ის საფრთხე, რომელიც დგას ამ სტატუსის არ მინიჭების შემთხვევაში. ეს საფრთხე არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ ქვეყანას ემუქრება. საკუთარი პარტიული ინტერესების გულისთვის ამ ყველაფრის გაკეთება არის პოლიტიკური უღირსობა და მეტი არაფერი
“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები