DailyInfo-ს ინფორმაციით, „ენმ“-ს ყოფილი წევრი, ზაალ უდუმაშვილი, რომელმაც პარტია კვირას ოფიციალურად დატოვა და განაცხადა, რომ მედიაში ბრუნდება, „ტვ პირველში“ გააგრძელებს კარიერას.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, უდუმაშვილი „ტვ პირველზე“ საღამოს საინფრომაციოს წაიყვანს და ის ნოდარ მელაძეს ჩაანაცვლებს. უკვე რამდენიმე დღეა, რაც 8 საათიანი საინფორმაციოს წამყვანი ეკო მაღრაძესთან ერთად ნოდარ მელაძეა.
როგორც უკვე ცნობილია, უდუმაშვილმა არ დაანონსა კონკრეტული მედია საშუალება, სადაც ის აპირებდა კარიერის გაგრძელებას და ჩვენს ხელთ მოპოვებული ინფორმაცია სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაოფიციალურდება.
შეგახსენებთ, რომ 2016-2017 წლებში ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა და პოლიტიკაში წავიდა, ის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა.