„სიკვდილის პირას მყოფი, საკუთარ აჩრდილად არის“ - ნიკა მელია EPP-ს მიხეილ სააკაშვილზე

„სიკვდილის პირას მყოფი, საკუთარ აჩრდილად არის“ - ნიკა მელია EPP-ს მიხეილ სააკაშვილზე

31-05-2022, 21:25 - 2022
708
       

„დამნაშავე ვარ რომ ვიცავ მთავრობის პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მსხვერპლებს“,  - ამის შესახებ „ენმ“-ს ლიდერმა ნიკა მელიამ „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მან ევროპელ პოლიტიკოსებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
 
პოლიტიკურ ლიდერს, როგორიც არის საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანა ამოიყვანა პოსტ-საბჭოთა სიბნელიდან, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, რომელიც პირველი აღუდგა წინ პუტინის იმპერიალისტურ ოცნებას რეგიონში სრულ დომინაციაზე, და რომელიც დღეს სიკვდილის პირას მყოფი, საკუთარ აჩრდილად არის ქცეული, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად“, - განაცხადა მელიამ სიტყვით გამოსვლისას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები