„ძალიან მძიმე გრძნობით გამოვდივარ ყოველთვის“ - გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

„ძალიან მძიმე გრძნობით გამოვდივარ ყოველთვის“ - გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

31-05-2022, 17:53 - 2022
466
       

რამდენიმე წუთის წინ, კლინიკა „ვივა მედში“ მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მივიდა.
 
მას იმედი აქვს, რომ ექსპერტებს კლინიკაში დროულად შეუშვებენ და პროცედურა აღარ გაჭიანურდება.
 
მე იმედი გამიჩნდა, რომ მოხერხდეს მისი გადარჩენა ამის შემდეგ, თუმცა რაღაც პროცედურებია მოსალოდნელი და რაღაც დღეები კიდევ დასჭირდება. ძალიან სწრაფად თუ გაკეთდება, ეს იქნება ძალიან კარგი.
 
მძიმე, მძიმე, ძალიან მძიმე გრძნობით გამოვდივარ ყოველთვის და საერთოდ, რომ ვზივარ და ვუყურებ მას ასეთ მდგომარეობაში, ჩემთვის ძალიან მძიმეა იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც ვერ გააჩერებდი, ენერგიით სავსე და უცებ ვხედავ, რომ ძვლებია გამოფიტული
“, - ამბობს გიული ალასანია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები