„ევროპის სახალხო პარტიამ“ ყრილობის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
დღევანდელ ყრილობაზე სიტყვით გამოსასვლელად, მიწვევა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. მიპატიჟება მას პირადად სახალო პარტიის პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა გამოუგზავნა.
პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ნაცვლად დღეს სხდომაზე სიტყვით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია გამოვა.