„ნიკა გვარამია არის ივანიშვილის პირადი ტყვე“ - სალომე სამადაშვილი

„ნიკა გვარამია არის ივანიშვილის პირადი ტყვე“ - სალომე სამადაშვილი

30-05-2022, 23:54 - 2022
790
       

პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა დღეს საპატიმროში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოინახულა. 
 
მონახულების შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერი, ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში, აცხადებს, რომ ნიკა გვარამია არის პოლიტიკური პატიმარი.
 
ნიკა გვარამია არის პოლიტპატიმარი. ის არის დაპატიმრებული როგორც დამოუკიდებელი მედიის ლიდერი, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი ჩვენი ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის.
 
ამიტომ ცხადია, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს უსამართლობა, რაც ჩაიდინა ივანიშვილმა მასთან მიმართებაში, რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს ეს რეალობა - დღეს ის არის ივანიშვილის პირადი ტყვე
“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები