„ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი წერს.
მან ასევე მოუწოდა ოპოზიციას, რომ მეტად იაქტიურონ.
„ვუყურე საპარლამენტო დებატებს 25 მაისს და ინტერპელაციას 27 მაისს.
სამწუხაროდ, ჩემი ეჭვი მართლდება:
„ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს!
დიდი ძალისხმევის და ადმინისტრაციული რესურსის გამოუყენებლადაც! და ეს სულაც არ მახარებს!
მივმართავ საპარლამენტო და სხვა ოპოზიციასაც: ადე, ხელი გაანძრიეთ!“, - წერს ბონდო მძინარაშვილი.