პრეზიდენტი - ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება

პრეზიდენტი - ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება

30-05-2022, 23:41 - 2022
591
       

„რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება რჩება უმძიმესი, სუვერენობის უგულვებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ორბელიანების სასახლეში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
 
მისი თქმით, ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს საქართველოსთვის და ასევე ამ რეგიონისთვის, რომელიც შედის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.
 
დიდი იმედი გვაქვს, ეს გააჩენს ყველა მხრივ კიდევ ახალ შესაძლებლობებს პოლიტიკური, თუ ეკონომიკური შესაძლებლობების ახალი განვითარების კუთხით. ჩვენი რეგიონის მომავალი ამავე დროს მჭიდროდ არის დამოკიდებული მშვიდობიან გარემოზე. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად გაგრძელდება. მივესალმებით ევროკავშირის ჩართულობას ამ კუთხით და ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებზე დამოკიდებულია ამ რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება, ამ მშვიდობის დამყარებაზე არის დამყარებული ეკონომიკური განვითარება და ყველა ახალი გეგმები, რომელიც ეხება ამ რეგიონს და მას უქმნის სამომავლოდ ძალიან დიდ პერსპექტივას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო. პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამასთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები