„ქართული ოცნება“ ისტერიაში ვარდება, იმის ნაცვლად, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, წინააღმდეგობას უწევს დასავლელ პარტნიორებს და თავს ესხმის“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, დასავლელი პარტნიორების მოთხოვნისა და სიმკაცრის ფონზე, „ქართული ოცნება“ ისტერიაში ვარდება.
„ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ინტერესი, რომ ქვეყანა იყოს მტკიცედ ამ გზაზე, მყარდება იმით, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მეტად აკვირდებიან და ხელისუფლებისგან ითხოვენ რეფორმებს და ქმედით ნაბიჯებს. ამ მოთხოვნასთან და უფრო სიმკაცრესთან ერთად, „ქართული ოცნება“ რეაგირებს უცნაურად, ისტერიაში ვარდება და იმის ნაცვლად, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, წინააღმდეგობას უწევს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და თავს ესხმის მათ. სიგნალები მიიღეს, ასევე ჩვენი პარტნიორების ვიზიტებიც გააქტიურდა“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.