„რეგვენია?!“- ხერხეულიძე კობახიძეზე

„რეგვენია?!“- ხერხეულიძე კობახიძეზე

30-05-2022, 19:27 - 2022
635
       

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
 
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ გარეგნული დათვალიერებით მესამე პრეზიდენტს უკეთესობისკენ ცვლილებები არ აქვს.
 
მათს უკონტროლო განცხადებებზე პასუხის გაცემა ჩვენ გვაგდებს უხერხულ მდგომარეობაში. რას ამბობს კობახიძე თავის განცხადებაში, რომ საქართველოს ჰყავდა პრეზიდენტი, რომელიც 9 500 პატიმარზე უარესია. ანუ ყველა მძიმე დანაშაულის მატარებელი პატიმარი, რომელიც სასჯელს იხდიან: პედოფილიაზე, მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, ქურდობაზე, მათზე უარესია მიხეილ სააკაშვილი. რა უნდა ვუპასუხო მას გარდა იმისა, რომ რეგვენია და საკუთარ ქვეყანას კონსტიტუციონალისტი არ შეიძლება, აკადრებდეს ამას. არ ვიცი, მის თავში რა ხდება, რა ტრიალებს, ფაქტია, რომ არ შეიძლება პირველი სპიკერი, პარლამენტარი აკეთებდეს ამ განცხადებას“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები