მანჯგალაძე - კობახიძე ჩამოყალიბდა ცრუ პროპაგანდისტად, შეგვიძლია „ირაკლი ცრუ“ დავარქვათ მას

მანჯგალაძე - კობახიძე ჩამოყალიბდა ცრუ პროპაგანდისტად, შეგვიძლია „ირაკლი ცრუ“ დავარქვათ მას

30-05-2022, 14:13 - 2022
659
       

„ძალიან სამწუხაროა, რომ ირაკლი კობახიძე ჩამოყალიბდა ცრუ პროპაგანდისტად, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ „ირაკლი ცრუ“ დავარქვათ მას“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
 
მისი თქმით, ის, რასაც კობახიძე საუბრობს, სიმართლეს არ შეესაბამება.
 
ძალიან მძიმე განცხადებები გააკეთა. რაც უფრო აშკარა გახდება ჩვენი ევროპაში ინტეგრაციის შესაძლებლობა, კობახიძის მდგომარეობა უფრო დამძიმდება. დამძიმდება იმიტომ, რომ ევროპა გამორიცხავს ოლიგარქიულ მმართველობას, მიტაცებულ სასამართლოს, მიტაცებულ ძალაუფლებას, ღარიბი ადამიანების არსებობას ქვეყანაში და არჩევნებში მათი სოციალური დახმარებებით მანიპულაციას, გამორიცხავს კრიმინალების მიერ არჩევნების ჩატარებას და თუკი ამ ყველაფერს გამორიცხავს, მაშინ, "ქართული ოცნება" არ იქნება ხელისუფლებაში, ამიტომ კობახიძე ფიქრობს - რაში მჭირდება ევროპა და კანდიდატის სტატუსი, თუ ძალაუფლებაში მე არ ვიქნებიო?! კობახიძე მხოლოდ იმ მოტივაციით საუბრობს, რომ როგორმე დიდი ხნით იმსახუროს ივანიშვილის კარზე. სხვა ამოცანა მას არ აქვს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები