„დაუსჯელობისა და ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობის გამოძახილი“ - TBILISI PRIDE განცხადებას აკეთებს

„დაუსჯელობისა და ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობის გამოძახილი“ - TBILISI PRIDE განცხადებას აკეთებს

29-05-2022, 23:50 - 2022
542
       

„თბილისი პრაიდი“ ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ მომხდარი დაუსჯელობისა და ხელისუფლების მიერ ლგბტქ+ თემის წევრების წინააღმდეგ წახალისებული ძალადობის გამოძახილია.
 
ორგანიზაცია შსს-ს მყისიერი და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს.
 
ეს ყველაფერი მოძალადეების დაუსჯელობისა და ხელისუფლების მიერ ლგბტქ+ თემის წევრების წინააღმდეგ წახალისებული ძალადობის გამოძახილია. Სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია Ჰომოფობიისა და ტრანსფობიის აღმოფხვრისაკენ მიმართული პოლიტიკა, რის გამოც ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დაცვა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შეუძლებელი ხდება
 
მსგავსი კრიზისული სიტუაციების დროს, კიდევ უფრო აშკარაა, რომ კრიტიკულად Მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შექმნას თავშესაფარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და უსახლკაროდ დარჩენილი ლგბტქ+ ადამიანებისთვის. სივრცე, რომელიც აუცილებელია ფიზიკური ხელშეუხებლობის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისათვის.
 
Მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მყისიერად და ეფექტურად გამოიძიოს ტრანსფობიის ეს სასტიკი გამოვლინება და უზრუნველყოს თავდასხმის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალების უსაფრთხოების დაცვა.
 
Მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, სავარაუდო დამნაშავეების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას მხედველობაში მიიღოს გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, როგორც სავარაუდო დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება
“, - წერია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები