„ერეკლე რომ წამოახედა, ამას ნამდვილად არავის აპატიებდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
ის ერეკლე მეორემის მიმართ მიმდინარე აჟიოტაჟს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პატარა კახს მაშინ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
„ომებით დაღლილმა პატარა კახმა გიორგიევსკის ტრაქტატი რუსეთთან სწორედაც რომ შემდგომი ომების თავიდან ასაცილებლად გააფორმა. თუმცა ის მწარედ შეცდა, რადგან ვერც შემდგომი ომები აიცილა თავიდან და საქართველომ კი ყველაზე ძვირფასი - სახელმწიფოებრიობა - ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია - ქართველმა კი, რომ არა კიდევ ერთი დიდი კახელი - ილია - ქართველობა კინაღამ მართლა საბოლოოდ დაკარგა.
ერეკლეს, მაშინდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება მოუწია სწორედ და ზუსტად იმიტომ რომ ჰორიზონტზე სხვა პარტნიორის ალტერნატივა არ ჩანდა. თუმცა დღეს, როდესაც რუსეთთან მწარე ურთიერთობის 2-საუკუნენახევრიანი გამოცდილება დაგიგროვდა, ამასთან გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე გაქვს მართლაც უნიკალური შესაძლებლობა - სწორი არჩევანი გააკეთო და დასავლეთის განუყოფელი ნაწილი გახდე, შენ კი გამიზნულად ამბობ ამაზე უარს და საქართველოს „რუსკი მირისკენ“ მიათრევ - შეცდომა არა.. ამას უკვე სახელმწიფოსა და ქვეყნის ღალატი ნამდვილად ჰქვია! ერეკლე რომ წამოახედა, ამას ნამდვილად არავის აპატიებდა“, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.