კობახიძე - უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა გამორიცხულია

კობახიძე - უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა გამორიცხულია
29-05-2022, 22:36 - 2022
614

„უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა გამორიცხულია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარება გამოიწვევს საქართველოს ომში ჩართვას.
 
ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირი ფორმით სამხედრო მოქმედებებთან, რა თქმა უნდა, იქნება აღქმული ისე, როგორც იქნება აღქმული. 
 
შესაბამისად, ვინც ამას ითხოვს და ვინც აქეთკენ მოგვიწოდებს, ზოგი უნებლიეთ, მაგრამ ბევრი ნებსით, სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში.
 
შესაბამისად, ჩვენი მხარდაჭერა იქნება პოლიტიკური, იქნება ჰუმანიტარული, მაგრამ რაც შეეხება სამხედრო მხარდაჭერის რაიმე ფორმას, ეს, რა თქმა უნდა, არ განიხილება და ეს ჩვენი მხრიდან არის, ბუნებრივია, გამორიცხული
“, - განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა