კობახიძე - უკრაინა საქართველოს მიმართ დემარშის მდგომარეობაშია, პრემიერი იქ არ ჩავა

კობახიძე - უკრაინა საქართველოს მიმართ დემარშის მდგომარეობაშია, პრემიერი იქ არ ჩავა

29-05-2022, 22:19 - 2022
688
       

„უკრაინა საქართველოს მიმართ დემარშის მდგომარეობაშია, პრემიერი იქ არ ჩავა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ელჩის გაწვევა, შემდეგ გათავისუფლება ბევრ დაბრკოლებას აჩენს.
 
რატომ არ ჩადის მაგალითად ევროკავშირის წევრი უამრავი ქვეყნის პრემიერი უკრაინაში? 
 
ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ჩვენს შემთხვევაში არის ერთი კონკრეტული მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის, რაც ხელს უშლის პრემიერის შესაძლო ვიზიტს, ეს არის ის ფაქტი, რომ ელჩი თანამდებობიდან იქნა ჯერ გაწვეული ე.წ. კონსულტაციებზე, შემდეგ საერთოდ გათავისუფლებული, თუმცა აქტი, როგორც ვიცი, არც არის გამოცემული ამასთან დაკავშირებით. 
 
პრაქტიკულად უკრაინის ხელისუფლება დღემდე არის საქართველოს მიმართ დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაში, ასეთ დროს პრემიერის ვიზიტი უკრაინაში არის გარკვეულ დაბრკოლებებთან დაკავშირებული
“, - განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები