პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ მოსახლეობას კიევის დღეს ულოცავს.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„გილოცავთ კიევის დღეს. 1540 წლის ლამაზი, ევროპული ქალაქი, რომლის მომავალიც ისეთივე ნათელია, როგორიც ისტორია.
ვულოცავ კიევის მოსახლეობას, რომლის გამძლეობა, საუკუნეების განმავლობაში, განაგრძობს იმედის გაღვივებას და სამაგალითოდ რჩება“, - წერს პრეზიდენტი.