„ღამის 2 საათი იყო, სექსუალური ურთიერთობა უნდოდა, უარი ვუთხარი და მანდ დაიწყო ყველაფერი“ - ტრანსგენდერი ქალები თავდასხმის დეტალებს იხსენებენ

„ღამის 2 საათი იყო, სექსუალური ურთიერთობა უნდოდა, უარი ვუთხარი და მანდ დაიწყო ყველაფერი“ - ტრანსგენდერი ქალები თავდასხმის დეტალებს იხსენებენ

29-05-2022, 14:37 - 2022
1 325
       

ტრანსგენდერი ქალები, რომლებსაც გამთენიისას უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავდასხმის დეტალებს იხსენებენ.
 
ერთ-ერთი მათგანი ყვება, რომ 02:00 საათზე, სახლთან უცნობი კაცი დახვდა და მასთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება სცადა, რაზეც უარი მიიღო.
 
როგორც დაზარალებული ამბობს, ამის შემდეგ კაცი წავიდა, თუმცა მოგვიანებით 30-მდე თანმხლებ პირთან ერთად დაბრუნდა და როგორც მას, ასევე მის 4 ტრანსგენდერ ქალ მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
 
ღამის ორი საათი იყო, რომ დავბრუნდი სახლში. დამხვდა უცნობია მამაკაცი, რომელმაც სცადა ჩემთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება. მე არ მივეცი მას საშუალება. კერძო საკუთრებაში მეჭრები-მეთქი და გაიქცა. გადის ორი საათი და ჩემი მეგობრები ბრუნდებიან ტაქსით, მესმის განწირული კივილი და წივილი. დაახლოებით 30 იქნებოდნენ, თან ჰქონდათ ბლოკები, ქვები და გვემუქრებოდნენ, უნდა დაგხოცოთო“, - ამბობს ის.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები