29 მაისს, გამთენიისას თბილისში ტრანსგენდერ ქალებს 30-მდე კაცი თავს დაესხა.
ამის შესახებ ერთ-ერთმა დაზარალებულმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, თავდაპირველად მასთან მისული კაცი სექს მომსახურებაზე უარმა გააღიზიანა, რასაც მუქარა მოჰყვა.
„თითქოს ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და ჩემს ორ ტრანსგენდერ დაქალს, რომლებიც სახლში ბრუნდებოდნენ, ტაქსიდან როგორც კი ჩამოვიდნენ, თავს დაესხა 3 მამაკაცი მალაკნების ხიდთან. 3 მამაკაცს მოჰყვნენ მეგობრები, მთლიანობაში 30-მდე მაინც იყვნენ. გარეთ დღეც ვეღარ გავალ იმიტომ, რომ სახეზე მცნობენ უკვე, არა მარტო მე, ყველას. ჩვენი სახლის მისამართი იციან“, - ამბობს დაზარალებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად მუქარას გულისხმობს.