„არც პარტია და არც არავინ ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენებას არ აპირებს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძის თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თითიდან გამოწოვლი თემაა.
„აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი არის მცდელობა სახელისუფლო მედიისა, რომ რაღაცნაირად წარმოაჩინოს, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი დაპირისპირებაა, რომელიც არ არის ნორმალური შიდა მსჯელობის ფარგლებში. გუშინაც ვისაუბრე იმაზე, რაც არაერთხელ მითქვამს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოველთვის იყო განსხვავებული აზრი და კამათი, არის და იქნება მომავალში. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო სხვადასხვა აზრის, სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანების ერთობა, რომელსაც აერთიანებს ის იდეა, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა ჩვენი პარტია“, - განაცხადა გია ბარამიძემ.