ჰარცელი: მიშელის შეთანხმება არის გზამკვლევი EU-ში ინტეგრაციისთვის, ისმის კითხვა, თუ ეს გზა არა, მაშინ რომელი?

ჰარცელი: მიშელის შეთანხმება არის გზამკვლევი EU-ში ინტეგრაციისთვის, ისმის კითხვა, თუ ეს გზა არა, მაშინ რომელი?
9-02-2022, 12:26 - 2022
423

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მონაწილეობა მიიღო ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც შარლ მიშელის სახელით ცნობილი დოკუმენტის პირობების შესრულების მონიტორინგის შედეგები წარადგინეს.

ელჩმა განაცხადა, რომ მიშელის შეთანხმება არის გზამკვლევი EU-ში ინტეგრაციისთვის და იმ ფონზე, როდესაც მისი პირობები უკუგდებულია, ისმის ლეგიტიმური კითხვა, თუ ეს გზა არა, მაშინ რომელს ირჩევს ქვეყანა.

„დღევანდელი დისკუსია ასახავს არსებულ სიტუაციას და განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, რომელი უნდა გადაიდგას შემდეგ. საქართველოს ბევრი მეგობარი ევროპაში სვამს კითხვას, სად მიდის საქართველო და რა იქნება საქართველოს შემდეგი ნაბიჯი. ეს 19 აპრილის შეთანხმება არის გზამკვლევი ევროკავშირში ინტეგრაციისა. ეს არის არა ერთადერთი გზა, არამედ ერთ-ერთი, რომელიც ამ მიმართულებით წინსვლისთვის არის განკუთვნილი და ძალიან ლეგიტიმური კითხვა ისმის, თუ ეს გზა არა, მაშინ რომელი?“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა