გარდაბანში ერთი ადამიანი მოკლეს

გარდაბანში ერთი ადამიანი მოკლეს

28-05-2022, 18:04 - 2022
576

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბანში ფიზიკური დაპირისპირებისას ცივი იარაღით ერთი ადამიანი მოკლეს.
 
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
 
შემთხვევა 26 მაისს მოხდა.
 
გამოძიების თანახმად, ბრალდებული ი.კ. და მისი თანასოფლელი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული რ.მ. ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც რ.მ-მ ი.კ-ს სხეულზე დანით ჭრილობები მიაყენა. ამის შემდეგ ბრალდებულმა ი.კ-მ, შურისძიების მოტივით, ავტომანქანიდან დანა ამოიღო, რ.მ მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პოპულარული
რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა