მეფე ერეკლესთან დაკავშირებით „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებას თელავში მოსახლეობამ საპროტესტო აქციით უპასუხა.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა მსახიობმა პაატა გულიაშვილმა.
„ენა დაიმოკლოს, გაუჭირდება, მაგრამ უნდა დაიმოკლოს, სანამ მეფეს ახსენებს. დიდება მეფეს! და ჭვკიანად იყვნენ სანამ კარგად ვლაპარაკობთ კახელები და თელაველები განსაკუთრებით. ხსოვნა იყოს იმ დიდი მეფის და დავდგეთ ყოველთვის გვერდით, რომ ასეთმა ვიგინდარებმა არ გაბედონ და მეორედ ასეთი სიტყვები არ წარმოთქვან", - განაცხადა პაატა გულიაშვილმა.