ანზორ ჩუბინიძე: უარს ვაცხადებ დაკითხვაზე

ანზორ ჩუბინიძე: უარს ვაცხადებ დაკითხვაზე

9-02-2022, 12:09 - 2022
1 128
       

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ე.წ პიჯაკების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა. 

ჩუბინიძემ სასამართლოს მიმართა და თქვა, რომ დაკითხვაზე უარს აცხადებს.

„მე მინდა ვისარგებლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით, რომელიც მაძლევს საშუალებას, რომ უარი განვაცხადო ჩვენებაზე სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ პიჯაკების საქმეზე ანზორ ჩუბინის გამოკითხვა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები