„გაიხსენეთ სტოლტენბერგის ეპიზოდი, როდესაც დაიწყეთ საუბარი იმის შესახებ, თითქოს პრემიერ-მინისტრს არ ხვდებოდა სტოლტენბერგი, მაგრამ „კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ“, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საქართველოს პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმ მხრივ, რომ თითქოს ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერ შეხვდა აჟიოტაჟიც იყო ატეხილი.
„გაიხსენეთ სამწუხაროდ, სტოლტენბერგის ეპიზოდი, როდესაც დაიწყეთ საუბარი იმის შესახებ, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრს არ ხვდებოდა სტოლტენბერგი. რამხელა აჟიოტაჟი იყო, არ ესწრება ერთ-ერთი თქვენი წარმომადგენელი, დეპუტატი, რომელიც სიხარულისგან მოსთქვამდა და ბედნიერებას ვეღარ მალავდა, რომ თითქოს და სტოლტენბერგი ბატონ პრემიერ-მინისტრს არ ხვდებოდა და რა ბედნიერი იყავით ამ ფაქტით, მაგრამ „კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ“.
„ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში“ და ძალიან კარგად აჩვენეთ. თუნდაც რამდნიმე დღის წინ ბატონმა არჩილ თალაკვაძემ ძალიან მარტივი ტესტი ჩაგიტარათ, როდესაც იმის გამბედაობაც არ გეყოთ, რომ ხელი აგეწიათ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით, ესეც ვერ გაბედეთ.
ამ ყველაფრით ნათლად დაანახეთ საზოგადოებას, რომ თქვენ არა „ქართული ოცნების“ ოპოზიცია, არამედ საქართველოს ოპოზიცია ხართ. ნათლად დაანახეთ დღევანდელი დღითაც, რომ სხვა, ერთი პატიმრის ბედიც არ მოიკითხეთ. რაც შეხება კიდევ სხვას [საკითხს] ბუნებრივია, თქვენთან საუბარს აზრი არ აქვს. საზოგადოებამ კარგად დაინახა,რომ თქვენ საერთოდ არ გაინტერესებთ პატიმრის ბედი“, - განაცხადა ბრეგაძემ.