„როგორც კი ქართული პოლიტიკა სააკაშვილსგან, გვარამიასგან და სხვებისგან გათავისუფლდება, ქვეყანა გახდება სრულად ევროპული“ - კობახიძე

„როგორც კი ქართული პოლიტიკა სააკაშვილსგან, გვარამიასგან და სხვებისგან გათავისუფლდება, ქვეყანა გახდება სრულად ევროპული“ - კობახიძე

27-05-2022, 18:18 - 2022
565
       

„ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქარველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობამდე მხოლოდ ძლიერი ოპოზიცია აკლია. 
 
კობახიძე სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ მისი რწმენით მმართველ გუნდში ჭარბად არის ძალები კონცენტრირებული და პოლიტიკური ბალანსი მათს სასარგებლოდაა დარღვეული. 
 
დღემდე,სამწუხაროდ, ძალთა ბალანსი არის ჭარბად ჩვენს მხარეს. ეს არის სამწუხარო მოვლენა, იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია. დღეს მკითხეს ჟურნალისტებმა რა აკლია ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. აკლია რა, ძლიერი პოლიტიკური სისტემა. პოლიტიკური სისტემა, სადაც ოპოზიცია არის ასეთი სუსტი და ასეთი უშინაარსო, არის შორს იმ სტანდარტებისგან, რაც არის ევროპის ქვეყნებში, თუმცა ესეც გამოსწორდება. 
 
ოპოზიცია გაძლიერდება, ოპოზიცია გაჯასანღდება, როგორც კიკრიმინალები წავლენ პოლიტიკიდან და ეს საბოლოოდ აუცილებლად მოხდება. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ევროპულ ქვეყანაში არ შეიძლება, დიდხანს იყვნენ კრიმინალები პოლიტიკაში, როგორც კი ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან: სააკაშვილი, გვარამია და სხვები, მაშინვე ჩვენ გავხდები ევროპული ქვეყანა. ჩვენთვის არის შინაარსობრივად და ორგანულად მიუღებელი ის, რომ სააკაშვილი გვარამია და სხვები დღეს არაიან ქართული პოლიტიკის ნაწილი, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა
“,- განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები