„28 თებერვალს საქართველო მიუერთდა EU-ს შემზღუდავ ზომებს დონეცკსა და ლუგანსკზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარალმანეტში გამოსვლის დროს განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის მთავარი ამოცანა არის მოქალაქეების ინტერესების დაცვა.
„ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციასთან.
წელს 28 თებერვალს საქართველო მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს დონეცკსა და ლუგანსკზე. სანქციებთან მიმართებით საქართველოს მსგავსი პოზიციები აქვს არაერთ ქვეყანას.
ჩემს მიერ გამოგზავნილ წერილში დეტალურად მაქვს განმარტებული ყველა ის ღონისძიება, რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს, ასევე მინდა გითხრათ, ზოგადად, სანქციებთან მიმართებაში არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენი მთავრობის პოზიცია არის ნაკარნახევი, რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა პირველ რიგში და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.