„ნუ მაიძულებ“ - სამადაშვილი ღარიბაშვილს დაემუქრა

„ნუ მაიძულებ“ - სამადაშვილი ღარიბაშვილს დაემუქრა
27-05-2022, 16:31 - 2022
1 453

„ნუ მაიძულებთ, რომ გამოვაქვეყნო ბრიუსელში გადმოცემული სია, თავად გამოაქვეყნეთ“, - „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პრემიერ ღარიბაშვილის, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციაზე იმყოფება, კიდევ ერთხელ მოუწოდა გამოაქვეყნოს ის სია, რომელიც ბრიუსელიდან გამოატანეს.
 
მან ასევე სოლიდარობა გამოუცხადა „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას.
 
აქ რომ არის მოსული ივანიშვილის წარმომადგენელი, რომელსაც პრემიერი ჰქვია ჩვენი ქვეყნის, ბრიუსელში გრძელი სია რომ გადასცეს და ნუ მაიძულებთ , რომ გამოვაქვეყნო ეს სია. მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, თავად გამოაქვეყნეთ. იმ გრძელ სიაში გვარამიას დაპატიმრება, რომელიც მოხდა იმ დღეს, როდესაც თქვენ ჩახვედით ბრიუსელში, არის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად წარმოჩენილი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა