თაკო ჩარკვიანი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

თაკო ჩარკვიანი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

9-02-2022, 11:59 - 2022
564
       

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

პროცესზე „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა მოსამართლესა და პროკურორებს მიმართა. მან განაცხადა, რომ მიმდინარე სასამართლო სხდომა სამარცხვინოა.

ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილი, რომელმაც თქვა, რომ ვისაც სამარცხვინოდ მიაჩნია პროცესი, შეუძლია, სახლში დარჩეს და სასამართლოს თვალი ტელევიზორიდან ადევნოს. 

„ერთი წუთით გააჩერეთ და ისე გაიყვანეს. სამარცხვინოდ თუ მიგაჩნია ეს პროცესი, დარჩით სახლში და ინტერესის შემთხვევაში, ტელევიზორიდან ადევნეთ თვალი. ის რომ ეს პროცესი ისტორიულია, ამის შეხსენება არავისგან არ მჭირდება“, - განაცხადა მოსამართლემ.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გამოსვლა დაასრულა, თაკო ჩარკვიანს დარბაზი იძულებით დაატოვებინეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები