„ხალხი არ იმსახურებს სიღატაკეს, არ იმსახურებს ბიძინა ივანიშვილს“ - რომან გოცირიძე

„ხალხი არ იმსახურებს სიღატაკეს, არ იმსახურებს ბიძინა ივანიშვილს“ - რომან გოცირიძე

27-05-2022, 14:23 - 2022
635
       

„საქართველოს ხალხი არ იმსახურებს სიღატაკეს, არ იმსახურებს ბიძინა ივანიშვილს“, - ამის შესახებ „ენმ“-ს დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციაზე განაცხადა.
 
გოცირიძის თქმით, ივანიშვილის მმართველობა საქართველოს მუხრუჭია ევროპული განვითარების გზაზე.
 
საქართველოს ხალხი არ იმსახურებს სიღატაკეს, არ იმსახურებს ბიძინა ივანიშვილს, არ იმსახურებს არაფორმალურ მმართველობას, არ იმსახურებს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას, არ იმსახურებს კორუმპირებულ მოსამართლეებს,  პოლიტპატიმრებს, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და სხვათა უსამართლოდ დაპატიმრებას და ბევრ სხვა რამეს, მაგრამ ქართველი ხალხი იმსახურებს იყოს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. მან ეს მოიპოვა სისხლითაც მათ შორის,საერთაშორისო მისიებში.
 
რისი პასუხისმგებლობის დამკისრებელი ხართ, უკრაინის პრეზიდენტს უარ უთხარით აქ პარლამენტში გამოსვლაზე...მთავრობის ერთი წევრი იყო უკრაინაში ჩასული? ტელეფონით ესაუბრეთ თქვენს კოლეგას?...
 
საქართველოს დღევანდელ ეპოქის შესაფასებლად, ერთი ისტორიული ფრაზა არის საკმარისი, რომელიც შევა წიგნებში. აი, რა თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ქართველი ხალხი სჯობია მის მთავრობას - ეს არის ვერდიქტი, გამოტანილი ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ
“, - განაცხადა რომან გოცირიძემ სიტყვით გამოსვლისას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები