„პრემიერს ძალიან ბევრი აქვს სათქმელი იმ წარმატების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს“ - მიხეილ სარჯველაძე

„პრემიერს ძალიან ბევრი აქვს სათქმელი იმ წარმატების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს“ - მიხეილ სარჯველაძე

27-05-2022, 14:06 - 2022
475
       

„ჩემი აზრით, ამ წუთას ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან ბევრი აქვს სათქმელი წარმატებების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის გზაზე“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
 
ასევე, იმ გეგმის შესახებ, რომლითაც გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ ჩვენ რეალურად გვაქვს ყველა რესურსი საიმისოდ, რომ პირველი: მოვიპოვოთ წევრობის კანდიდატის სტატუსი და შემდეგ - რეალურად ვიქცეთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ“, -  განაცხადა სარჯველაძემ.
 
დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით, მთავრობის 4 წევრს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები