„აპირებთ თუ არა უკრაინაში ჩასვლას, თქვენ კოლეგასთან სასაუბროდ?“ - დეკანოიძე საგარეო საქმეთა მინისტრს

„აპირებთ თუ არა უკრაინაში ჩასვლას, თქვენ კოლეგასთან სასაუბროდ?“ - დეკანოიძე  საგარეო საქმეთა მინისტრს
27-05-2022, 14:03 - 2022
309

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ილია დარჩიაშვილს ჰკითხა, აპირებს თუ არა უკრაინაში, მის კოლეგასთან მხარდამჭერი ვიზიტით ჩასვლას. 
 
პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებულ საგარეო საქმეთა მინისტრს მან ასევე კითხვები დაუსვა, თუ რატომ ვერ მოხვდა საქართველო G7-ის შეხვედრაზე სადაც უკრაინა და მოლდოვა მიიწვიეს. 
 
ბატონო მინისტრო, მე არ ვიცი, მგონი თქვენ ერთხელ შეხვდით სადღაც კონფერენციაზე კულებას, მაგრამ უკრაინაში აპირებთ თუ არა მხარდასაჭერი ვიზიტით ჩასვლას, თქვენ კოლეგასთან სასაუბროდ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, სამწუხაროდ, მე ამას უარყოფით კონტექსტში ვამბობ, ხელისუფლების გამო, რომ ჩვენი და უკრაინის გზები გაყოფილიყო, რაც წარმოუდგენლად დიდ კატასტროფად მიმაჩნია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა