სააკაშვილის ივანიშვილს: არასწორი „სტავკა“ გააკეთე, ძმაო, ასე როგორ დაგოიმდი

სააკაშვილის ივანიშვილს: არასწორი „სტავკა“ გააკეთე, ძმაო, ასე როგორ დაგოიმდი
9-02-2022, 11:46 - 2022
1 252

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესიდან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა არასწორი „სტავკა“ გააკეთა. ის მიმართავს ოლიგარქს კითხვით, როგორ დაგოიმდა ასე.

„მე მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ძალიან არასწორი „სტავკა“ გააკეთე, ძმაო, ადრე გიმართლებდა, მაგრამ ახლა პუტინის გამარჯვებაზე რომ გააკეთე „სტავკა“, ესე როგორ დაგოიმდი, ჰა? ღარიბაშვილი რომ დააავადეთ კოვიდით, როცა ანჯეი დუდა ჩამოდიოდა საქართველოში, თქვენ არიცით ალბათ, რომ დუდა იქით წავიდა და მერე წამოვიდა პეკინიდან უკან, მოითხოვა, რომ მას შეხვედროდა პრემიერ-მინისტრი, იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეუძლია ამინდზე ილაპარაკოს, მაგრამ იცის, რომ ის არაფერს არ წყვეტს. 

მის შემდეგ, რაც ღარიბაშვილი აორთქლდა, დაემართა კოვიდი, თითქოს კოვიდის დროს ლაპარაკი არ შეიძლება, მოადგილეების დონეზე ვილაპარაკოთო და ოთხივე დაკავებულიაო. აღმოჩნდა, რომ პუტინს ძალიან ცუდად აქვს საქმე, პრობლემა იმაშია, რომ ახლა უკვე ის რაზეც მე ვსაუბრობდი ხდება ჩვენს საზღვრებზე, მიდის აქტიური ბორდერიზაცია. ივანიშვილი, რომელსაც თავი მოაქვს რომ ომი არ იყო, მის დროს საქართველომ დაკარგა ქალაქ სოხუმისა და ცხინვალის ხელა ტერიტორია ერთი გასროლის გარეშე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა