ზურაბიშვილი: აუცილებელია, დიასპორას ჰყავდეს წარმომადგენლები პარლამენტში - შესაძლოა, კვოტით

ზურაბიშვილი: აუცილებელია, დიასპორას ჰყავდეს წარმომადგენლები პარლამენტში - შესაძლოა, კვოტით

27-05-2022, 12:24 - 2022
408
       

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღის ღონისძიებაზე საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებზე ისაუბრა. 
 
ზურაბიშვილის თქმით, აუცილებელია, რომ დიასპორას საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავდეს. 
 
„აუცილებელია, რომ როგორც ყველა სხვა დიდი დიასპორის ქვეყანა, და ჩვენ ვართ ჩვენთვის დიდი დიასპორის მქონე ქვეყანა, მოვაგვაროთ საკითხი, რომ დიასპორას ჰყავდეს პარლამენტში თავისი ინტერესების წარმომადგენლები. რადგან ჩვენ გადავდივართ სისტემაზე, სადაც აღარ იქნებიან მაჟორიტარები, ვერ მოხდება მაჟორიტარების ფორმით, მაგრამ შეიძლება მოხდეს კვოტების ფორმით. ყველა პარტიამ აიღოს ვალდებულება, რომ თავიანთ სიაში ყოველი ერთი ათიდან, მაგალითად, იყოს დიასპორის წარმომადგენელი“, - განაცხადა  ზურაბიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები