ზურაბიშვილი - უცხოეთში მყოფ ქართველებს უნდა მივცეთ საშუალება, არჩევნებში ელექტრონული ფორმით მიიღონ მონაწილეობა

ზურაბიშვილი - უცხოეთში მყოფ ქართველებს უნდა მივცეთ საშუალება, არჩევნებში ელექტრონული ფორმით მიიღონ მონაწილეობა

27-05-2022, 12:03 - 2022
522
       

„დიასპორა ნამდვილად წარმოადგენს ჩვენს ძალას უცხოეთში, პატარა ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
პრეზიდენტმა უცხოეთში მყოფ ქართველებს დიასპორის დღე და ასევე დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
 
„ახსენეს ჩემი და დიასპორის ურთიერთობა. ზოგჯერ არ ვიცი, მათ ვეკუთვნი, თუ აქ ვარ. მინდა, პირველ რიგში, მივმართო მათ და მივულოცო დღევანდელი დღე. მივულოცო გუშინდელი დღეც, რამეთუ 26 მაისი დიასპორისთვის შეიძლება, ერთგვარად კიდევ უფრო სასიხარულო, მაგრამ ასევე მტკივნეულიც იყოს, როცა არ ხარ შენს ქვეყანაში და გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ ბრუნდები.
 
დიასპორის დღევანდელი ბედი სულ სხვანაირია და ბევრად უფრო მჭიდროა დღეს, იმედი მაქვს, მომავალში უფრო დაკავშირებული იქნება ქვეყანასთან. დიასპორა ნამდვილად წარმოადგენს ჩვენს ძალას უცხოეთში, პატარა ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მართალია, ჩვენ არ აგვირჩევია, რომ ასეთი დიასპორა გვყოლოდა საზღვარგარეთ, მაგრამ ფაქტია, გვყავს. უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი არიან მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის გამადიდებელნი და წარმომადგენლები. მაგრამ ამისთვის ერთ რამ არის ყველაზე მთავარი, ის კავშირი, რაც არსებობს დიასპორასა და ქვეყანას შორის, არ იყოს გაწყვეტილი და იყოს რაც შეიძლება მეტად გაძლიერებული. ამას სჭირდება ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი რამ. პირველ რიში, ის, რაც დაწყებულია და ვიცით, ძალიან მნიშვნელოვანია, ორმაგი მოქალაქეობა კიდევ უფრო უნდა გავამარტივოთ. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე იუსტიციის სამინისტროსთან, რათა სწრაფად მივაღწიოთ იმას, რომ შეფერხებები, რომელიც არსებობს ამ გზაზე, მაქსიმალურად შემცირდეს, რამეთუ ქვეყნის ინტერესია, დიასპორის იმ წევრებმა, რომლებსაც სურთ, ჰქონდეთ ორმაგი მოქალაქეობა, შეძლონ შვილებისთვის ამის მიღწევა რაც შეიძლება ადვილად
“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები