„ნიკა გვარამიას დაპატიმრება პოლიტიკურია, ხელისუფლებას არ აწყობს თავისუფალი სიტყვა“ - მელაშვილი

„ნიკა გვარამიას დაპატიმრება პოლიტიკურია, ხელისუფლებას არ აწყობს თავისუფალი სიტყვა“ - მელაშვილი

27-05-2022, 11:46 - 2022
533
       

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი ამბობს, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პატიმრობა პოლიტიკურია.
 
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს, რომ თავისუფალი სიტყვა ისმოდეს.
 
ჩემი მხარდაჭერა და უღრმესი პატივისცემა ნიკა გვარამიას. ეს ხომ აბსურდული საქმეა, ტექნიკური თვალსაზრისით, სუფთა სამართლებრივად აბსურდული საქმეა, მაგრამ მისი დაპატიმრება, ეს არის მხოლოდ პოლიტიკური, პოლიტიკური ნიშნით, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას არ აწყობს თავისუფალი სიტყვა“, - განაცხადა ივერი მელაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები